სხვადასხვა ოპტიმისტური პროგნოზების მიუხედავად, საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის რიცხვი ნელ-ნელა მატულობს, ქართველი სპეციალისტების გათვლებით, ეს ინფექციის პიკური პერიოდია, რომელიც მაქსიმუმ სამ კვირას გასტანს, იმის გამო, რომ კოვიდ-19 ინფექციასთან დაკავშირებით მდგომარეობას სპეციალისტები ახლა სწავლობენ, ისინი დასკვნებს სხვა ქვეყნების უკვე გადავლილი პიკის მიხედვით აკეთებენ.

მიუხედავად იმისა რომ ინფექციონისტები კორონავირუსის გავრცელების შენელებას დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ელოდებიან, მოსახლეობას ვაქცინის შექმნამდე ვირუსთან ერთად ცხოვრება და რეკომენდაციების დაცვა მოუწევს.

სპეციალისტების განცხადებით, იმისათვის, რომ კორონავირუსის ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური იყოს და წარმოებაში ჩაეშვას, მინიმუმ ერთი წელი ან 18 თვე სჭირდება. აშშ-ის ინფეცქიური დაავადებების ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ თქვა, რომ ვაქცინის დამზადების და წარმოებაში გაშვების პროცესს მინიმუმ 1-1.5 წელი სჭირდება, ვაქცინაზე მსოფლიოს მასშტაბით 70-ზე მეტი კომპანია მუშაობს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კორონავირუსის ბრძოლასთან დაკავშირებით მსოფლიოსთვის დამაიმედებელი ინფორმაცია გააჟღერა მისი თქმით, ვაქცინა წლის ბოლომდე იქნება.

“დარწმუნებულები ვართ, რომ ვაქცინა წლის ბოლომდე გვექნება., ექიმები მეტყვიან – “ეს არ უნდა თქვა”, მაგრამ იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ” – განაცხადა ტრამპმა.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან” ამბობს, რომ საქართველოში პიკის გაანგარიშება ეპიდემიოლოგიური გათვლებით ხდება და იმის გამო, რომ კორონავირუსი ახალია, სპეციალისტები პროგნოზს სხვა ქვეყნების უკვე გადალახულ პიკზე დაყრდნობით აკეთებენ. იგი იმედოვნებს, რომ საქართველოში კორონავირუსის პიკი მაქსიმუმ ერთი თვე გასტანს.

„ინფიცირებულთა რაოდენობა არ მატულობს, გუშინ მთელი დღის განმავლობაში ოთხი იყო, პიკში ვართ და მთავარია ასეულობით არ გავრცელდეს.

„ეს რა თქმა უნდა ერთწლიანი პროცესი არაა, ეს დაახლოებით ალბათ ერთი თვე გაგრძელდება და გუშინ ათასზე მეტი ტესტი გაკეთდა და ოთხი ახალი შემთხვევა იყო.

“ამის შედეგად მეტწილად უფრო კარგის მოლოდინი გვაქვს, ვიდრე ცუდის, თუმცა, დავაკვირდეთ დინამიკას, ვნახოთ პროცესი როგორ წავა, ერთი კვირის, ან დაახლოებით ათი დღის დინამიკა იმის თქმის საშუალებას მოგვცემს, რომ რამდენად პიკში ვიმყოფებით და რამდენად მალე გადაივლის.

„ინფიცირებულთა დღევანდელი მცირე რაოდენობა, რა თქმა უნდა რაიმეს თქმის საშუალებას არ გვაძლევს, მაგრამ თუ ეს გაგრძელდა და მყარი დინამიკა იქნა, რომ ყოველ შემდეგ დღეს ნაკლები და ნაკლები პაციენტი აღმოჩნდა, (დადასტურებული შემთხვევების), (დღის განმავლობაში ათასზე მეტი ტესტი კეთდება) ეს თუ ერთი კვირა გაგრძელდა, იმის საშუალებას მოგვცემს ვთქვათ, რომ პიკი უკვე გადავლილი იქნება.

„პიკი დაახლოებით სამი-ოთხი კვირა შეიძლება გაგრძელდეს, შემდეგ უკვე ბუნებრივად კლებას დაიწყებს, ამის გაანგარიშება ეპიდემიოლოგიური გათვლებით ხდება.

“შიდა გადაცემის დაწყებიდან მეექვსე-მერვე კვირას პიკია ხოლმე. ასეა იყო სხვა ეპიდემიების დროსაც და ასე იყო კორონავირუსის დროს სხვა ქვეყნებში, რომლებმაც პიკი უკვე გადალახეს, ჩვენთანაც ამაზე დაყრდნობით ხდება ინფორმაციის გაჟღერება, რომ საქართველოშიც შიდა გავრცელების დაწყებიდან, დაახლოებით ექვსი კვირა უკვე გასულია, და ამ პერიოდში პიკს უნდა ველოდოთ” – განაცხადა გოგინავამ.

საქართველოში ინფექციის მომდევნო ფაზაში ანუ პიკურ პერიოდში გადასვლას, ერთ-ერთი ის საყურადღებო ფაქტიც ადასტურებს, რომ 3 მაისს მეცხრე პაციენტი 58 წლის ქალი გარდაიცვალა, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „ნათლად გამოიკვეთა, რომ კოვიდინფექციით დაღუპულთა ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა”.

By admin

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.