საქართველომ კორონავირუსთან საბრძოლველად დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად დაიწყო და პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებით, 5 მაისიდან ბათუმი და ქუთაისი გაიხსნება, რამდენიმე დღეში კი თბილისი და რუსთავი. მიუხედავად შეზღუდვების ნელ-ნელა მოხსნისა ქვეყანაში ზუსტი პროგნოზი, როდის იქნება ვირუსის გავრცელებსი პიკური ეტაპი, კვლავ უცნობია, ასევე ვერ ხდება ზუსტი პროგნოზირება, როდის შიძლება ვირუსისი ახალი ტალღა დაიწყოს.

მსოფლიოში ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ ვირუსის შემოტევის მეორე ტალღა შესაძლოა შემოდგომაზე დაიწყოს, თუმცა, საქართველოში ვირუსოლოგები თეორიულად არ გამორიცხავენ, რომ ეს ივნისში, ან ივლისში იყოს.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ჯერ კიდევ მარტში აცხადებდა, რომ ვინაიდან კორონავირუსი ახალი ტიპის ინფექციაა, არავინ იცის, გავრცელების პიკი როდის იქნება, ან ახალი ტალღა ქვეყანას როდის შეუტევს.

მისივე თქმით, ექსპერტთა ნაწილი იმედოვნებს, რომ გრიპის მსგავსად, აპრილიდან კორონავირუსის შემთხვევაშიც ეპიდემიის დაღმავალი ტალღა დაიწყება, თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდებია.

ცერცვაძის განმარტებით, შესაძლოა, კორონავირუსმა სულ სხვა თვისებები გამოამჟღავნოს და ვირუსის გავრცელების პიკი არა მარტში, არამედ ივნისში ან თუნდაც ივლისში იყოს. ან კიდევ ახალმა ტალღამ ზუსტად ზაფხულში შემოგვიტიოს.

„არავინ იცის, როდის იქნება ვირუსის გავრცელების პიკი, რადგან ეს არის ახალი ვირუსი და მისი ბუნება როგორია, დამერწმუნეთ, არავინ იცის. არის მხოლოდ ვარაუდები და მსჯელობენ პრეცედენტებით გრიპის ეპიდემიის მიხედვით. გრიპის ეპიდემია მეორე პიკს, პირველი ნოემბერ-დეკემბერში იყო, აღწევს თებერვალ-მარტში და აპრილიდან ის ხდება მილევადი, ანუ იწყება ეპიდემიის დაღმავალი ტალღღა.

“ექსპერტთა ნაწილს აქვს იმედი და ყველას ასე გვინდა, რომ კორონავირუსის ეპიდემია მოიქცეს ისე, როგორც გრიპის ეპიდემია. თუ ეს მოხდა, ხომ ძალიან კარგი, თუმცა, კორონავირუსმა სულ სხვა თვისებები თუ გამოამჟღავნა, ეპიდემია დაღმავალი გზით არ წავიდა, ჩვენ ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, შესაძლოა, ეს პიკი იყო არა მარტში, არამედ ივნისში, ივლისში და ასე შემდეგ”, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ჯანდაცვის ექპერტი ვატო სურგულაძე „რეზონანსთან” აცხადებს, რომ ის ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ამ ვირუსზე საკამოდ მწირი ცოდნა გვაქვს და არ იქნება მოულოდნელი თუ კი ვირუსიის ახალი ტალღის შემოტევა ივნისში ან ივლისში იქნება.

სურგულაძე აცხადებს, რომ როდის შეიძლება ეს ყველაფერი მოხდეს, ამის პროგნოზირება მსოფლიოში ყველა მეცნიერს უჭირს. სურგულაძე ამბობს, რომ თენგიზ ცერცვაძის პროფესინალიზმში ეჭვი არ ეპარება და ეთანხმება, ვირუსის მოქმედების პროგნოზირება რთულია. ექსპერტი ამბობს, რომ ზოგ შემთხვევაში მოსახლეობას უკვე უჭირს გაარკვიოს სად გვეუბნებიან სიმართლეს და სად ტყუილს.

„ეს ვირუსი როგორ მოიქცევა, მისი პროგნოზირება როგორც ვხედავთ მსოფლიოს ყველა მეცნიერს უჭირს. იქნება მეორე ტალღა ივნისში, ივლისში, სექტემბერში, თუ დეკემბერში კაცმა არ იცის. ამის პროგნოზირება ძალიან რთულია. ვნახეთ, რომ ფრანგებმა საგანგებო მდგომარეობა ივნისამდე გააგრძელეს. გერმანელებმა კიდევ პირიქით, შეზღუდვები მოხსნეს და სკოლა და სასაწავლებელბიც კი გახსნეს.

ამიტომ არავინ არ იცის, ქვეყანაში ვირუსი როგორ იმოქმედებს და მეორე ტალღაც როდის ქინება. ერთი ჩამოყალიბებული აზრი, არ არსებობს, შესაბამისად, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენი ხელისუფლების ამოცანა ის კი არ უნდა იყოს ყველა სახლში დავსვათ, არამედ უსაფრთხო გარემო უნდა შევქმნათ, სადაც ადამიანი გავა და ჩვეულებრივ სამუშაო გარემოს დაუბრუნდება”, – ამბობს „რეზონანსთან” ვატო სურგულაძე.

მისივე თქმით, მეორე ტალღაზე მტკიცებულებით საუბარი ისევე არ შეიძლება, როგორც ჯერ კიდევ პიკის მოლოდინი ორ-სამ კვირაში გვაქვს და ეს დრო აგერ უკვე მეორე თვეა არ დადგა. ამიტომაც ექსპერტი ამბობს, რომ წინაწარ საუბარი იმაზე, რისი პროგნოზირებაც არ შეგვიძლია, არ შეიძლება. სურგულაძე ფიქრობს, რომ როცა ზუსტი მონაცემები არ გვაქვს, პროგნოზის გაკეთება დაუშვებელია. დანარჩენი ყველაფერი რაზეც ვისაუბრებთ, მხოლოდ ყავაზე მკითხაობა იქნება.

„ანალიზი რომ გავაკეთოთ, ჩვენ კვლევები და ალგორითმი გვჭირდება. რაღაცა მცირე ცდომილებით კი გარკვეულ მონაცემებს მივიღებთ, საიდანაც მეორე პროგნოზის გაკეთებაც შესაძლებელი იქნება. როცა ხელში არაფერი გვიჭირავს, რაზე უნდა ვისუბროთ?

“პიკის დადგომას კიდევ საკმაოდ არასწორად აღიქვამენ. თითქოს პიკს რადგანაც ვამბობთ, არიქა და ვირუსით დაავადებულების დიდი რიცხვი უნდა გვქონდეს. ესეც არ არის სწორი მიდგომა. პიკი შეიძლება იყოს, მაღალი, შეიძლება იყოს დაბალი. შესაძლოა პლატოს ფორმის პიკი გვქონდეს. ამ ტერმინოლოგიურ აბსურდში ჩავვარდით და ვისაც როგორ მოესურვება ისე ლაპარაკობს. უმეტესობა ვინც ამ სიტყვას იყენებს, რას ნიშნავს ეს ეპიდემიოლოგიაში ისიც კი არ იცის. ამიტომ მონაცემები გვჭირდება”, – ამბობს სურგულაძე „რეზონანსთან”.

ჯანდაცვის ექსპერტი სერგი ჩიხლაძეც „რეზონანსთან” ამბობს, რომ მეორე ტალღის შემოტევის ივნისს-ივლისში თეორიული შანსი არსებობს, თუმცა ამაზე მტკიცებულებით ფორმაში საუბარი რთულია. მისივე თქმით, დღეს-დღეობით არ ვიცით ამ ვირუსს სეზონურობა ახასიათებს თუ არა. ან პირიქით, ტემპერატურის მატებასთან ერთად შესაძლოა ის დასუსტდეს კიდევაც.

ამიტომ, მსოფლიო ექსპერტების თქმით, კორონავირუსის თვისებების შესახებ ზუსტად არაფერი არ იცის და შესაბამისად მისგან ყველაფერს უნდა ველოდოთ და ამისთვის მუდმივად მზად უნდა ვიყოთ.

„არავინ არ იცის რა შეიძლება მოხდეს. არც ის არის გამორიცხული, რომ პირიქით, ზაფხული ძალიან მშვიდად გადავიაროთ და სიტუცია შემოდგომაზე აფეთქდეს. თუ ვირუსმა სეზონურობა შეიძინა, მაშინ ახალ დარტყმას და უფრო მძიმეს ნოემბრიდან უნდა ველოდოთ.

“მეორე ტალღის შემოტევა, ჩემი სუბიექტური აზრით, შესაძლოა ნოემბერ-დეკემბერში გვქონდეს. ეს უფრო რთული და მძიმე გადასატანი იქნება, რადგანაც ამ პერიოდში სეზონური გრიპი გვაქვს და მასთან დამთხვევა საკამოდ მძიმე შედეგის მომტანი იქნება.

“ორი მოცირკულარე ვირუსის ერთად დამთხვევა საკამოდ მძიმე იქნება. რაც შეეხება ივნის-ივლისში ვირუსის ტალღის შემოტევას, ამის სუბიექტური მტკიცებულებები არ არსებობს. მსოფლიოში ურთიერთგამომრიცხავი კვლევები და დასკვნები კეთდება. მეცნიერების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ დათბობასთან ერთად ის დაიკლებს და მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ არსად არ წავად და მეორე ტალღის შემოტევა შემოდგომაზე იქნება”, – აცხადებს სერგი ჩიხლაძე „რეზონანსთან”.

მისივე თქმით, ფაქტი ერთია, რომ ეს ვირუსი თავისით არ გაქრება, ამიტომ ჩვენ ერთდროულად ორი მიმართულებით უნდა ვიმოქმედოთ. ერთი არის ის, რომ სიტუაციის მონიტორინგი მუდმივად ვახორციელოთ, რომ სადღაც რაღაც არ გაგვეპაროს.

მეორე მიმართულება კი სასწრაფოდ ეტაპობრივად შეზღუდვების მოხსნა უნდა იყოს, რათა ჩვეულებრივ ცხოვრების რიტმს დავუბრუნდეთ. ჩიხლაძე ამბობს, რომ ვაქცინა შესაძლოა საერთოდ ეფექტური არ იყოს, ან მისი გამოგონება კიდევ ერთი წელი ვერ მოხდეს. ამიტომ, მუდმივად შიშით ჩაკეტილები ვერ ვიცხოვრებთ. ხოლო თუ ამ ციფრებზე დავრჩით გაფართოვებული ტესტირების ფონზეც, მაშინ გამოდის, რომ სიტუაციას გავაკონტროლებთ და ხალხი ახლა სწრაფად შიმშილით სიკვდილისგან უნდა ვიხსნათ.

 

By admin

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.