პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე გადაჭრით უარყოფს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ იგი კორონავირუსით იყო ინფიცირებული და განიკურნა, თუმცა მისი ავადმყოფობა საპატრიარქოს მოთხოვნით არ ხმაურდება. ცნობები მამა გიორგის ინფიცირების შესახებ „ფეისბუკში” თეოლოგმა გიორგი ტიგინაშვილმა გაავრცელა.

ამასთან, ტიგინაშვილის ცნობით, ის ფაქტი, რომ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძე ბოლო პერიოდში არ ჩანს, შესაძლოა სწორედ მამა გიორგი ზვიადაძის დაინფიცირებას უკავშირდებოდეს და ახლა იგი თვითიზოლაციაში იმყოფება.

„საერთოდ არ ვყოფილვარ დაავადებული კორონავირუსით. რა ხმებს ავრცელებენ?” – განაცხადა „რეზონანსთან” საუბრისას მამა გიორგი ზვიადაძემ.

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის შესაძლოა დაინფიცირების შესახებ კი მას ინფორმაცია არ აქვს:

„არ მაქვს ინფორმაცია, არ გამიგია და არც მგონია. პირადად ჩემს თავზე შემიძლია ვთქვა, რომ არ მქონია კორონავირუსი. ასე რომ, ეს ტყუილია. თუ ვინმეს უხარია, შეუძლია ასე იფიქროს, თუმცა, სინამდვილეს არ შეესაბამება არანაირად,” – აღნიშნა მამა გიორგიმ.

„რეზონანსი” დამატებითი კომენტარისთვის გიორგი ტიგინაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ მამა გიორგი ზვიადაძის დაინფიცირების შესახებ ინფორმაცია სანდო წყაროსგან აქვს მიღებული, რომლის ვინაობის გამხელაც არ სურს.

„ეს უფრო შიდა საეკლესიო წრეში გაჟღერებული საკითხია. საპატრიარქოს ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან მოარული ხმები გავრცელდა ამასთან დაკავშირებით და ითქვა, რომ იგი (მამა გიორგი) დაინფიცირდა რომანოვების კლასტერით, როდესაც რუსულ გავლენიან საეკლესიო თუ საერო წრეებთან კომუნიკაციაში იმყოფებოდა. ამას ლოგიკურად უმყარებს მხარს თავად ის მოვლენაც, რომ მამა გიორგი ორი თვეა არ გამოჩენილა საზოგადოებრივ სარბიელზე – არც ტელევიზიაში, არც ტაძარში და არც საპატრიარქოს ადმინისტრაციაში.

„დაბეჯითებით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ამ ვერსიას არსებობის უფლება აქვს. ეს ინფორმაცია მეც სხვისგან მივიღე, რომელიც საკმაოდ გავლენიანი პიროვნებაა საქართველოს ეკლესიაში. რამდენად ავთენტიკური და დაზუსტებულია, ჩემთვის უცნობია, თუმცა, ფაქტია, რომ საეჭვოდ გაუჩინარდა გარკვეული პერიოდი, როდესაც საკმაოდ მწვავედ იყო საქართველოში კორონავირუსის პანდემია.ვერ დავასახელებ იმ პიროვნებას, ვინც ეს მითხრა მისივე უსაფრთხოებიდან გამიმდინარე

„მსოფლიოში, მართლმადიდებლურ ეკლესიაში, უამრავი სასულიერო პირი დაავადდა და ზოგიერთი მათგანი გარდაიცვალა კიდეც ამ ვირუსით. საქართველოში რატომღაც ცდილობენ, რომ ეს დატოვონ კონფიდენციალურად, პერსონალური ინფორმაციის დონეზე,” – აღნიშნა ტიგინაშვილმა.

By admin

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.