საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის რეგიონის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უახლოეს დღეებში იგი უკრაინაში ოფიციალურ თანამდებობას მიიღებს. თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია,თუ რა შეთავაზება მიიღო უკრაინის პრეზიდენტისგან.

მანამდე ცნობილი იყო, რომ სააკაშვილი უკრაინის მთავრობაში რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერად ინიშნებოდა დაამისთვის პარლამენტის თანხმობა იყო საჭირო. თუმცა, სააკაშვილმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდამჭერი საპარლამენტო ფრაქცია „სლუგა ნაროდასთან” მისი შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ სააკაშვილს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერაც არ ჰქონდა და კენჭისყრისას მისი კანდიდატურა შესაძლოა ჩავარდნილიყო.

უკრაინული გამოცემების ცნობით, ამჯერად პრეზიდენტი ზელენსკი სააკაშვილს ისეთ თანამდებობას სთავაზობს, რომლეზე დანიშვნისთვისაც პარლამენტის თანხმობა საჭირო არ არის და პრეზიდენტის განკარგულებაც საკმარისი იქნება. ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილი ოფიციალურად არ იქნება უკრაინის მთავრობის წევრი, თუმცა ქვეყანაში რეფორმების გატარების კოორდინირებას სწორედ მას ჩააბარებენ.

თავად სააკაშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინის ლიდერთანშეხვედრისას მის დანიშვნასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვარიანტიიქნა განხილული და გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ.

როგორც ანალიტიკისო რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, ნებისმიერ თანამდებობაზე უკრაინაში სააკაშვილის დანიშვნა საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე გავლენას იქონიებს და ყველა შემთხვევაში, ქართულმა მხარემ გარკვეული რეაქცია უნდა მოახდინოს.

მისივე თქმით, საქართველოს შიდა პოლიტიკურ სიტუაციაზე ეს გავლენას ვერ იქონიებს და უკვე მიღებული გამოცდილებიდან გამომიდინარე შეიძლება ითქვას, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დანიშვნა სხვა ქვეყნის პოლიტიკურ თანამდებობაზე ამ პარტიას საქართველოში არც შეასუსტებს და არც გააძლიერებს.

„ნებისმიერ შემთხვევაში უკრაინის მხარესთან ისპრეტენზიები ძალაში რჩება, რაც საქართველომ წაუყენა. თუმცა, ალბათ ქართველი პოლიტიკოსების ნაწილი იტყვის, რომ ვიცე-პრემიერად დანიშვნა სხვა არის და დავუშვათ, პრეზიდენტის წარმომადგენლად ყოფნა მთავრობაში – კიდევ სხვა. საკითხი მაინც დადგება და საქართველოს მოუწევს გარკვეული რეაქციის გამომუშავება, თუკი სხვა თანამდებობაზე დაინიშნა.

„არ მგონია, რომ ამ პარტიის („ნაციონალური მოძრაობა”) გაძლიერება და დასუსტება უკრაინაში სააკაშვილის თანამდებობასთან რაიმე მკვეთრ კავშირში იყოს. მომხრეები, რა თქმა უნდა, დაიძახებენ, რომ (სააკაშვილი) მსოფლიო პოლიტიკოსია, მაგრამ გვაქვს უკრაინის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორი ყოფილიყო, იმ პერიოდში კი მისი პარტიის რეიტინგში დიდი არაფერი მომხდარა. აქედან გამომდინარე მგონია, რომ უკრაინაში მის დანიშვნას საქართველოში შთამბეჭდავი შედეგი არ ექნება,” – აღნიშნა საყვარელიძემ.

By admin

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.