ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დრომდე გამოკვლეულთა შორის ახალი კორონავირუსი კიდევ ერთ ქალს დაუდგინდა.

„საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში” აცხადებენ, რომ 2 საეჭვო ანალიზზე განმეორებითი ნიმუშების აღება ამ წუთებში მიმდინარეობს.

„ეს ქალი 22 აპრილს სტამბოლიდან დაბრუნდა, რომელიც პირდაპირ საზღვრიდან საკარანტინო სივრცეში გადმოიყვანეს”, -ამბობენ ჯანდაცვის ცენტრში.

გუშინ აღებული ანალიზებიდან ორ ბავშვს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ისინი თბილისში გუშინ, ღამით გადაიყვანეს.ორივე ბავშვი თეთრიწყაროს კლასტერს მიეკუთვნება.

By admin

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.