თბილისში, მოსკოვის გამზირზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.
სპეცოპერაცია რამდენიმე დღის წინ ქავთარაძის ქუჩაზე რუსეთის მოქალაქის, ვასამბეკ ბოკოვი დაკავების საქმეს უკავშირდება. სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ატარებს.
ერთ-ერთ შენობაში ამ წუთებში ჩხრეკა მიმდინარეობს. ადგილზე კინოლოგები მუშაობენ.
სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.