დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალი პროტოკოლის თანახმად, COVID-19-ით გარდაცვლილთა დაკრძალვის წესი შეიცვალა. ამის შესახებ ახალი პროტოკოლით, კორონავირუსული ინფექციით გარდაცვლილი პირის დაკრძალვა აღარ ხდება მაშინვე და ოჯახს ამისთვის 72-საათიანი ვადა ეძლევა.

„ახალი პროტოკოლით, კორონავირუსული ინფექციით გარდაცვლილი პირის დაკრძალვა აღარ ხდება მაშინვე და ოჯახს ამისთვის 72-საათიანი ვადა ეძლევა, მიუხედავად იმისა, რომ ცხედარი სპეციალურ ჩანთაში თავსდება და შემდეგ სასახლეში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გარდაცვლილის სახლში დასვენება უსაფრთხოა და შესაძლებელია პანაშვიდის გამართვა, თუმცა, დაკრძალვა 72 საათში უნდა მოხდეს.

გამყრელიძის თქმით, ინფექციის გავრცელების წყარო არის დიდი თავშეყრები, იქნება ეს სასიხარულო თუ სამწუხარო. „ეს დაკავშირებულია გარდაცვალებასთან და იმ რიტუალებთან, რომლებიც იმართება. ამიტომ, ყოველმხრივ თავი უნდა შევიკავოთ დიდი თავშეყრებისგან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

By admin