Posts List

Health

  • რას უნდა ველოდეთ სომხეთ-აზერბაიჯანის მიმდინარე დაპირისპირებიდან – ხედვა სომხეთიდან

    სიტუაცია საზღვარზე და 12 ივლისის შეტაკება

    სამხრეთ კავკასიაში საზღვრები, უმრავლეს შემთხვევაში, სადავოა. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს საზღვრები აზერბაიჯანთან და სომხეთთან 50-65%-ში შეთანხმებულია, მხარეების მიერ შეუთანხმებელი მონაკვეთები მაინც არსებობს.

    ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის ფრაგმენტი, სადაც განთავსებულია დავითგარეჯის მონასტერი, რომელიც საქართველოსთვის კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობაა, აზერბაიჯანისთვის კი- სტრატეგიული სიმაღლე და საკუთარი ადმინისტრაციული საზღვრების ხელშეუხებლობის საკითხი. თუმცა მსგავსი ეპიზოდები საქართველოსა და მისი სამხრეთ მეზობლების ურთიერთობებში გამონაკლისად შეიძლება მივიჩნიოთ.

    საპირისპიროა სიტუაცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რომელთა საზღვარი საერთოდ არ არის შეთანხმებული. ქვეყნებს არ გააჩნიათ დიპლომატიური ურთიერთობები და ერთმანეთს იარაღის ლულიდან უყურებენ არადელიმიტირებული საზღვრიდან.

    1990 წელს, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის პარალელურად, ომი სომხეთ- აზერბაიჯანის საზღვრის მთლიან ზოლზე მიმდინარეობდა. აღნიშნული ზოლი თითქმის არ ემთხვევა დღევანდელ ადმინისტრაციულ საზღვარს. ფრონტის ხაზი იმ ადგილებშია, სადაც მხარეებისთვის ხელსაყრელია თავდაცვა რელიეფისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით.

    ეს, თავის მხრივ, ქმნის სიტუაციას, როდესაც ორივე მხარე მიიჩნევს, რომ უფლება აქვთ მოწინააღმდეგის სასაზღვრო ტერიტორიებზე, რის გამოც სახეზეა ინციდენტები, შეტაკებები, რასაც ზოგჯერ რუკაზე ცვლილებებამდეც მივყავართ.

    მთიანი ყარაბაღის გარდა, ასეთი მონაკვეთებია [გაზახი აზერბაიჯანული მხრიდან, თავუში – სომხური], ასევე- ნახიჩევანი. სწორედ იქ 2014-2018 წლებში საკმაოდ სერიოზული ტერიტორიული ცვლილებები მოხდა, თუმცა შეტაკებებმა გარე სამყაროსთვის შეუმჩნევლად ჩაიარა.

    ამჟამად სიტუაცია ასეთია: სხვადასხვა ცნობის შესაბამისად, სომეხმა მებრძოლებმა კონტროლი დაამყარეს სომხურ-აზერბაიჯანული საზღვრის ერთ-ერთ მონაკვეთზე, რომელიც რუკის მიხედვით, სომხეთის ნაწილია, თუმცა აზერბაიჯანის დე ფაქტო კონტროლის ქვეშ იყო. როდესაც ამის შესახებ აზერბაიჯანელებმა შეიტყვეს, მათ საკუთარი პოზიციების დაბრუნება სცადეს და სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდნენ.

    პირველივე დღის [12 ივლისი] ბოლოს აზერბაიჯანს ორი დაღუპული და ხუთი დაჭრილი სამხედრო ჰყავდა, რომელთა შორის ერთი მოგვიანებით გარდაიცვალა. სომხური მხარეს – ხუთი დაჭრილი. მათ შორის, ორი პოლიციელი, რომლებიც ტერიტორიას პატრულირებდნენ, და სამი ჯარისკაცი, რომლებიც მსუბუქად დაშავდნენ.

    შეხების ხაზი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. წითლად აღნიშნულია ფაქტიური ხაზი, რომელიც მხარეთა კონტროლის ზონას ყოფს, შავად – დე იურე საზღვარი.

    დაძაბულობის ესკალაცია, 13-14 ივლისის მოვლენები

    აზერბაიჯანული მხარე იმიჯის დაკარგვის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. თუკი ბოლო ათი წლის განმავლობაში აზერბაიჯანის ხელისუფლება საკუთარ ხალხს არწმუნებდა იმაში, რომ მათ ქვეყანას სომხეთის დამარცხება შეუძლია, 2016 წლის აპრილის სამხედრო ესკალაციის დროსაც აზერბაიჯანულმა არმიამ მის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია და ადამიანები დაკარგა, სომხური მხარე კი ნაკლები დანაკარგით გამოვიდა.

    აზერბაიჯანში დაიწყო სპონტანური აქციები შურისძიების მოთხოვნით, დაღუპულ სამხედროთა დაკრძალვა მასობრივ პატრიოტულ მსვლელობებში გადაიზარდა. აზერბაიჯანის სახელმწიფო მანქანამ შიდა სიტუაციის კონტროლის შენარჩუნება სცადა.

    13 ივლისს საბრძოლო მოქმედებები განახლდა. მხარეებმა არტილერია და უფრო დიდი კალიბრის ჭურვები გამოიყენეს. აზერბაიჯანმა ასევე დაიწყო უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში ნაყიდი ისრაელის წარმოების ძვირადღირებული და ტექნიკურად სრულყოფილი უპილოტო საფრენი აპარატების გაშვება. უპილოტო საფრენი აპარატები სომხეთმაც გამოიყენა, თუმცა ისინი საკუთარი წარმოებისაა და მათში არ იყო ინვესტირებული დიდი ფული. სწორედ ამიტომ, საჰაერო სივრცეში აზერბაიჯანი ლიდერობდა.

    ამის მიუხედავად, სომხური არტილერიის ეფექტური მუშაობის შედეგად, აზერბაიჯანმა კიდევ დაკარგა სამხედროები. 13 ივლისს ლეიტენანტი დაიღუპა. ამვე დროს, გავრცელდა ინფორმაცია იმის შსახებაც, რომ აზერბაიჯანის მხარეს კიდევ არიან გარდაცვლილები. 13 ივლისს აზერბაიჯანის თავდაცვის ყოფილი მინისტრი რაგიმ გაზიევი დააპატიმრეს, რომელიც აცხადებდა, რომ აზერბაიჯანს 13 ივლისს 12 გარდაცვლილი ჰყავდა. თუმცა ეს ინფრომაცია  ბაქოს ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

    უკვე 14 ივლისს, დღის განმავლობაში, აზერბაიჯანს კიდევ 7 სამხედრო დაეღუპა, მათ შორის, ორი მაიორი, გენერალ-მაიორი ფოლად გაშიმოვი და პოლოვნიკი ილგარ მირზაევი.

    იმის მიუხედავად, რომ გაშიმოვი გენერლის თანამდებობაზე დანიშნული მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში იყო, მისი დაღუპვა სერიოზული დარტყმა იყო აზერბაიჯანის იმიჯისთვის.

    ომის დასრულების შემდეგ სამხედრო მაღალჩინოსნები ფრონტის ხაზზე, როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის მხრიდან, არ დაღუპულან. სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ აზერბაიჯანი წარსულ პერიოდში ცდილობდა მსგავსი შედეგის მიღწევას, როდესაც 4 წლის წინ მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის მთავარი პუნქტი ალყაში მოაქცია. 2016 წლის 4 აპრილს გენერალი, სომხეთის გენშტაბის ხელმძღვანელის მოადგილე მოვსეს აკოფიანი დაჭრეს.

    14 ივლისს, მთელი დღის განმავლობაში, აზერბაიჯანულმა არმიამ არტილერიისა და უპილოტო საფრენი აპარატების მეშვეობით სომხეთის პოზიციები საკმაოდ გრძელ მონაკვეთზე ალყაში მოაქცია, რითაც საკუთარი დანაკარგების პარიტეტის აღდგენას შეეცადა. შედეგად, ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების შედეგად სომხურმა მხარემ ოთხი სამხედრო მოსამსახურე და ერთი მაიორი დაკარგა.

    14 ივლისს სომხეთი ძირითად სამიზნედ არა მხოლოდ აზერბაიჯანის ცოცხალ ძალას, არამედ აზერბაიჯანის სამხედრო ტექნიკასაც განიხილავდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამიზნე სომხეთის შეიარაღებული ძალებისთვის უპილოტო საფრენი აპარატებია. სომხური მხარის ცნობით, რაც აზერბაიჯანს არ უარყვია, 10-ზე მეტი საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, მათ შორის- Hermes 900, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ მძლავრ აპარტად მიიჩნევა. მას შეუძლია 9 100 მეტრის სიმაღლეზე 220 კმ/საათამდე სიჩქარის გამომუშავება და 36 საათის განმავლობაში ფრენა.

    გარდაუვალია მსგავს შემთხვევებში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანიც. სროლების პროცესში დაზარალდნენ აზერბაიჯანული სოფლები, აგდამი და დონდარ გუშჩუ, და სომხური სოფელი – ჩინარი. აზერბაიჯანის სოფელში მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. როგორც სომხური მხარე აცხადებს, ეს განზრახ მკვლელობა არ ყოფილა და გაავრცელა ფოტოსურათი თანამგზავრიდან, რომლის შესაბამისად, აზერბაიჯანის არტილერია უშუალოდ ამ სოფელთან იყო განლაგებული.

    14- 15 ივლისის ღამეს სომხეთის მიმართ ომის გამოცხდების მოთხოვნით ბაქოში ფართომასშტაბიანი მიტინგი გაიმართა.

    ამჯერად აზერბაიჯანის ხელისუფლება აკონტროლებდა სიტუაციას და ცდილობდა აქციების შეჩერებას, რომელზეც ომის მოწოდებების გარდა, ანტისახელისუფლებო ლოზუნგებიც ისმოდა.
    სომხეთის შიდაპოლიტიკურ სიტუაციაზე აღნიშნულ მოვლენებს რაიმე გავლენა არ ჰქონია. სომხეთში ბევრს მიაჩნია, რომ შეტაკებების შედეგად, სომხეთის დანაკრგი ნაკლებია, ვიდრე მოწინააღმდეგის, თუმცა საჯარო გამოსვლები, მთავრობისადმი მოწოდება, ასევე, მთავრობის მიერ მოწოდებები არ გახმიანებულა. მთავარ სპიკერად სომხურ მხარეს მიმდინარე დღეების განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს სპიკერი შუშან სტეპანიანი გვევლინება.

    პოლიტიკური ფონი და კონფლიქტის ესკალაციის სამომავალო პერსპექტივები

    რაც შეეხება დიპლომატიურ ფრონტს, აქ შედეგები აზერბაიჯანის სასარგებლოდაა. გაერომ, ეუთომ, ევროკავშირმა და ОДКБ-მ [რომლის წევრიცაა სომხეთი] ნეიტრალური შინაარსის განცხადებები გაავრცელეს, თუმცა ერევანში უფრო სხვა მიდგომას და აზერბაიჯანის მიერ ძალის გამოყენებასა და სიტუაციის ესკალაციაში დადანაშაულებას მოელოდნენ. მსგავსი შინაარსის განცხადება იყო კვიპროსიდან. ამავე დროს, აზერბაიჯანმა მხარდამჭერი და სომხეთის ქმედებების დამგმობი განცხადებები მიიღო სუამიდან, თურქეთის საბჭოდან და ისლამური კონფერენციის ორგანიზაციისგან. აზერბაიჯანს მხარდაჭერა გამოუცხადა თურქთმა, მოლდოვამ და უკრაინამ.

    საქართველოს, რომელიც სუამის განცხადებას შეუერთდა, რომელიმე მხარის მხარდამჭერი ან დამგმობი განცხადება არ გაუკეთებია. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ორვე მხარეს მშვიდობისკენ მოუწოდა.

    ზუსტად ასევე მოიქცა რუსეთი. სომხეთში რუსეთისგან და ОДКБ-სგან უფრო ქმედით მხარდაჭერას მოელოდნენ, თუმცა რუსეთში არ იჩქარეს სომხეთის მხარდამჭერი განცხადების გაკეთება. ამასთან, გაიხსენეს ОДКБ -ს გენრალური მდვინის, ხაჩატუროვის 2018 წლის აგვიტოში დაპატიმრება.

    15 ივლისს სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ინციდენტები აღარ იქნება.

    2017 წლის თებერვლის შემდეგ 12-14 ივლისის შეტაკებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე პირველი სერიოზული დაპირისპირებაა მხარეებს შორის. სამნახევარ წელიწადზე მეტია ფრონტზე შედარებითი სიმშვიდე იყო. თუმცა მიმდინარე შეტაკებებმა ყველა მასშტაბს გადააჭარბა. შეტაკებების არეალი- სომხურ-აზერბაიჯანული საზღვარი კი, თვალნათლივ აჩვენებს, რომ კონფლიქტის გეოფრაფია გაფართოვდა. თუკი აქამდე კონფლიქტი უშუალოდ მთიან ყარაბაღსა და მის გარშემო არსებობდა, ახლა განსხვავებული სახე მიიღო.

    11 მაისს აზერბაიჯანმა განაცხადა აზერბაიჯანის დასავლეთი რესპუბლიკის შექმნის შესახებ, რითაც ბაქო ოფიციალურად პრეზეტენზიას აცხადებს მთელი ამჟამინდელი სომხეთის ტერიტორიაზე.

    ილჰამ ალიევი ბოლო დროს ხშირად აცხადებდა, რომ სიუნიკი [ზანგეზური], ერევანი, სევანი და ა.შ. აზერბაიჯანული ტერიტორიებია. სომხური მხრიდან კი სულ უფრო გაძლიერდა მთიანი ყარაბაღის “შთანთქმის” იდეა.

    თუ 1990 და 2000 -იან წლებში მთიანი ყარაბაღი ძირითადად,სომხეთის მიერ მხარდაჭერილი დე ფაქტო სახელმწიფო იყო, ბოლო წლებში იქ სომხეთის რესპუბლიკის გავლენა საკმაოდ გაიზარდა და ყარაბაღს სომხეთში სულ უფრო მეტად აღიქვამენ სომხეთის ნაწილად და არა როგორც აზერბაიჯანისგან გამოყოფილ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.

    2014 და 2018 წლებში სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე, ნახიჩევანის რაიონში, ასევე მიმდიანრეობდა შეტაკებები კონტროლირებადი ტერიტორიების ხელიდან ხელში გადასვლით, თუმცა, მსხვერპლის გარეშე.

    ნახიჩევანში 2000-იანების ბოლოდან არსებობს თურქული ბაზები, სადაც ერთობლივი წვრთნები ტარდება. თურქულ-აზერბაიჯანული ერთობლივი წვრთნები ტარდება ასევე ევლახში [სომხეთიდან აღმოსავლეთით] და ყარსში [სომხეთიდან დასავლეთით]. შესაბამისად, მომავალშიც უნდა ველოდეთ ახალ გამწვავებებს, იმ პირობებში, როდესაც სომხური-აზერბაიჯანული საზღვარი აზერბაიჯანისა და ყარაბაღის საზღვრის თანასწორად იქნება აღქმული.

    სომხეთში იმედოვნებენ, რომ მიმდინარე შეტაკებები აზერბაიჯანისთვის ე.წ. ვაქცინაა და აღარ ეცდება საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის ძალის გამოყენებით აღდგენას. თუმცა, შესაძლოა, საპირისპირო აღმოჩნდეს. აზერბაიჯანმა შესაძლოა ჩათვალოს, რომ ვალდებულია პასუხი გასცეს მტერს და ამისთვის მეტი ძალის კონცენტრაცია მოახდინოს. მოვლენების ასეთმა განვითარებამ შეიძლება შეტაკება დროში გადაწიოს, თუმცა მისი მასშტაბი გაზარდოს.

    იქამდე, სანამ ქვეყნებს შორის ორივე მხარისთვის მისაღები დიპლომატიური ურთიერთობები არ იარსებებს, ესკალაციის სცენარი ძალაში რჩება. ასეთი გადაწყვეტილება კი არ განიხილება. მეტიც, აღნიშნული საბრძოლო მოქმედებების შემდეგ მოლაპარაკებების, თუნდაც მიმდინარე წლის თებერვლის პოზიციაში დაბრუნებაც უკიდურესად გართულდება. მით უმეტეს, სომხეთსა და აზერბაიჯანში კორონავირუსის გავრცელებასთან, ასევე პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით რეგიონში არასტაბილურობის კიდევ უფრო მეტ ზრდას უნდა ველოდეთ.

    წყარო: ნეტგაზეთი

Economy

  • ელექტროენერგია იმდენია, რომ მის გასაღებას ვერ აუდიან

    საქართველოს ჰესებში ჭარბი გამომუშავებაა, რის გამო შესაძლოა, წყლის დაღვრა გახდეს საჭირო. ენერგეტიკული სექტორი ადრეც იყო, როცა წყალსიუხვის გამო მოთხოვნა-მიწოდების მხრივ პრობლემა შეიქმნა და ჰესებს სხვა გამოსავალი არ დარჩათ. დღეს ქვეყანას ელექტროენერგიის გაყიდვის შანსიც არ აქვს, რადგან ეპიდემიამ მეზობელ ქვეყნებსაც პრობლემა შეუქმნა, ყველგან შემცირდა მოხმარება და ელექტროენერგიის ექსპორტი, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდა.

Latest News

რას უნდა ველოდეთ სომხეთ-აზერბაიჯანის მიმდინარე დაპირისპირებიდან – ხედვა სომხეთიდან

სიტუაცია საზღვარზე და 12 ივლისის შეტაკება სამხრეთ კავკასიაში საზღვრები, უმრავლეს შემთხვევაში, სადავოა. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს საზღვრები აზერბაიჯანთან და სომხეთთან 50-65%-ში შეთანხმებულია, მხარეების მიერ შეუთანხმებელი...

აშშ კვანტური ინტერნეტის შექმნას ცდილობს, რომლის დაჰაკვაც შეუძლებელი იქნება

ამერიკის შეერთებული შტატები კვანტურ კომპიუტერულ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ინტერნეტის შექმნაზე მუშაობს, რომელში შეღწევაც ჰაკერებისთვის შეუძლებელი იქნება. პროექტის მონახაზი ქვეყნის ენერგეტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ჩიკაგოს უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე...

რა საიდუმლოებას ინახავს თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი – „სამსახურიდან მოსული სახლში გამუდმებით ტიროდა”

23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის  გარდაცვალება კვლავ ბურუსით არის მოსული.  ჯერჯერობით გამოძიებას არა აქვს კონკრეტული ვერსია გამოკვეთილი თავი მოიკლა თუ არა ბაჩალიაშვილმა, თუ ის მოკლეს...

სირიაში რუს და ამერიკელ სამხედროებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს

ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში რუს და ამერიკელ სამხედროებს შორის ხელჩართული უშუალო შეტაკებები მიმდინარეობს, გარჩევები და გაწევ-გამოწევა ალეპო-დამასკოსთან დამაკავშირებელი გზის გამო ხდება, რომელიც ანალიტიკოსთა აზრით ენერგოუსაფრთხოების თემატიკას უკავშირდება....

გავრცელებული ინფორმაციით, ახმეტაში ზურაბ ზვიადაური დაჭრეს

ახმეტაში "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი და ოლიმპიური ჩემპიონი, ზურაბ ზვიადაური დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ზვიადაურს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს და ის ამჟამად ახმეტის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.